ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა - 2

06 დეკემბერი 2021, 15:40 3265 ნახვა

ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა - 2

მსჯელობები მუსიკაზე - სუბიექტური რამაა... ან იქნებ სულაც არა?! მომდევნო გადაცემებში მინდა განსაკუთრებული თემა შემოგთავაზოთ. სულ ახლახანს, მსოფლიოს ლიდერმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა, განაახლა საკუთარი პრესტიჟული რეიტინგი სახელწოდებით “ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“. კორექტირებების შესატანად მუსიკალური ინდუსტრიის 300-მდე გიგანტი მიიწვიეს: კრიტიკოსები, პროდიუსერები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და ა.შ. 4000 სიმღერიდან 500 საუკეთესო შეარჩიეს. „თითოეულმა მათგანმა გამოგვიგზავნა 50 საუკეთესო სიმღერის საკუთარი ვერსია, შედეგები ერთ ცხრილში დავაჯამეთ“ - ყვებიან Rolling Stone-ის რედაქტორები.