საუკეთესო როკ-ვოკალისტები: კაცები

18 ივლისი 2021, 18:00 3220 ნახვა

საუკეთესო როკ-ვოკალისტები: კაცები

მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ვოკალისტი მამაკაცები -როკის ისტორია უამრავი ჭეშმარიტად ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანის სახელს ინახავს, რომლებმაც საკუთარი კულტი შექმნეს - ფრედი, ბოუი, მორისონი: ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს  - ისინი სიკვდილის შემდეგაც "ცოცხალ" ლეგენდებად დარჩნენ... ამ გადაცემაში, სწორედ მათ მოვუსმენთ და მათზე ვისაუბრებთ. უფრო სწორად - არა მხოლოდ მათზე, არამედ ზოგადად, ყველაზე ძლიერ როკ-ვოკალისტებზე. ჩვენ ჩავუღრმავდებით როკის ისტორიას და გავიხსენებთ მათ კაშკაშა წარმომადგენლებს, ყველა დროის გამორჩეულ ხმებს. მაშ ასე: ეს არის მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ხმის მქონე ვოკალისტები, მამაკაცთა შორის...