დასავლეთ ევროპაში ანომალური სიცხეები ამ თვეში ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ათასობით მეხანძრე ებრძვის. განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტყე.
ესპანეთში 10-დან 17 ივლისამდე სიცხეებმა 360-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 84.
პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-დან 13 ივლისამდე სიცხისგან 238 ადამიანი დაიღუპა, 14-დან 17 ივლისამდე კი 421-ზე მეტი.
უახლოეს დღეებში ჰაერის მასების ცხელი ფრონტი ევროპის სხვა ნაწილებშიც გავრცელდება. ამ დღეებში ინგლისში ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება.