ბათუმში იუსაიდისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის პროგრამით სტუდენტები და დაინტერესებული პირები სამართლის სფეროში გადამზადდებიან.
ამ ეტაპზე შერჩეულია 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადების შემდეგ რეგიონის მოსახლეობასთან იმუშავებენ სამართლებრივი ცოდნისა და საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებში.
პროგრამა სახელწოდებით „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ორეტაპიანია.
ტრენინგები 25 ივლისს დასრულდება, პროგრამის მეორე ეტაპზე კი სტუდენტები და იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტები მოსახლეობასთან მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებენ.