სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

18 ივლისი 2022, 09:32 282 ნახვა

3 ადამიანია მოკლული და 2 დაჭრილი ინდიანის შტატის ქალაქ გრინვუდის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად. კვირას საღამოს, შენობაში ცეცხლი გახსნა მამაკაცმა, რომლის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებენ.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა კანონიერად შეიარაღებულმა 22 წლის ახალგაზრდამ გაანეიტრალა.

პოლიცია თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანების დაკითხვას ახორციელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში