რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაევში ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე

17 ივლისი 2022, 16:55 661 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაევში ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ქალაქის მერის განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიის ცნობით, მიკოლაევი უკვე რამდენიმე კვირაა ინტენსიურად იბომბება, გეოგრაფიულად ის ყირიმსა და ოდესას შორის მდებარეობს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ხერსონის ოლქს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თქმით, ტერიტორიაზე 12-დან 15 ათასამდე რუსი ოკუპანტი იცავს, თუმცა უკრაინული მხარე კონტრშეტევის დაწყებისას უკან არ დაიხევს.

რუსეთი ახლა თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის გასწვრივ აძლიერებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაში განაცხადეს. მათი თქმით, რუსეთის თავდაცვითი ნაბიჯები სავარაუდოდ უკრაინის მოსალოდნელ შეტევებზე პასუხია.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად ესხმიან თავს რუსულ სამეთაურო პუნქტებს და ანადგურებენ საბრძოლო მასალის საწყობებს.  უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ზაპოროჟიე, ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში