ბუჩის ტრაგედიის გამოძიება

17 ივლისი 2022, 10:52 631 ნახვა

გერმანიაში სახელმწიფო ღალატის საქმეს იძიებენ, რომელიც ბუჩას ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გაჟონვას ეხება. გერმანული მედიის ცნობით, დაზვერვის წარმომადგენლებმა კონფიდენციალური ინფორმაცია,  ბუნდესტაგის დეპუტატებს  თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე გააცნეს. სხდომას 60-ზე მეტი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი ესწრებოდა.

კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავდა რუსი ჯარისკაცების რადიოჩანაწერებს, რომლებიც მათ სამხედრო დანაშაულებს ადასტურებდა. საუბრები გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა ჩაწერა.

გერმანულ მედიაზე დაყრდნობით, აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდოდ ბუნდესტაგის დეპუტატებმა მედიას გადასცეს, ახლა კი პროკურატურა საქმეს სახელმწიფოს შესაძლო ღალატის ბრალდებით იძიებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში