,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის’’ - USAID-ისა და იუნისეფის მხარდაჭერით მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.
პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული.
მიზანია ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობა და მონაწილეობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.