ეთნოსოფელი მაჭახლის ხეობაში

15 ივლისი 2022, 19:40 1048 ნახვა

„ეთნოსოფელი“ - მაჭახლის ხეობაში უნიკალური პროექტი ხორციელდება. იგი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ- ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით. მაჭახელას ვიზიტორები ხშირად და მრავლად სტუმრობენ, თუმცა ისტორიულ ღირსშესანიშნეობას ხშირად ვერ აღიქვამენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი