სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადება

15 ივლისი 2022, 14:25 842 ნახვა

განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე.

სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ოქტომბერში მან შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ და მისი თქმით, "დიდი ფიქრის შემდეგ“ გადაწყვიტა, „ეს სამუდამოდ დაემთავრებინა“ და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე „რა უკანონობის მონაწილეც“ იყო.

ის მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლო შურისძიებაზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება შეეხოს მის ოჯახსაც და აქვს ვარაუდიც, როგორ შეიძლება გეგმავდეს ახლა "ქართული ოცნება" შურისძიების სცენარს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი