“ბათუმი ინდუსტრიული ქალაქი“ _ ამ სახელწოდებით გამოფენა გაიხსნა ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში. საექსპოზიციო დარბაზებში წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა არქივიდან, რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სამრეწველო საწარმოების პირველი ნაბიჯების შესახებ მოგვითხორობს. დაახლეობით ამ პერიოდიდან იწყება ბათუმში პირველი ეკონომიკური საწარმოების მუშაობა _ ნავთობგადამამუშავებელი, თევზჭერის კომბინატი, ელექტრო-მექანიკური და გემთმშენებლი ქარხნების ფუნქციონირება. ამ თემატიკაზე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია “ნავთობის გზა“ 22 ივლისს გაიხსნება.