ბათუმის მუსიკალურ ცენტრში რევაზ ლაღიძის ოპერა „ლელა“-ს პრემიერა გაიმართა. სამმოქმედებიან სპექტაკლში საოპერო დასთან ერთად მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ხორუმი“.
პრემიერაზე წარდგენილი იყო სამი სპექტაკლი, მთავარი პარტიის შემსრულებლები სამივე სპექტაკლში იცვლებიან.
პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.