12 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს

12 ივლისი 2022, 18:16 634 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა შორის ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მათ მიაგებს და თავმოციქულებს უწოდებს. სახარების თანახმად, პეტრე  ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს. პეტრესა და პავლეს სახელზე პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა. ხვალ კი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხსენებას აღნიშნავს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში