დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი

12 ივლისი 2022, 10:09 625 ნახვა

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კანდიდატების შერჩევა მიმდინარე კვირაში დაიწყება. ამ დროისთვის, მმართველი კონსერვატორული პარტიის ხელმძღვანელობისა და პრემიერ-მინისტრობის სიაში 11 კანდიდატია, კანონმდებლები კანდიდატთა რაოდენობას ორამდე შეამცირებენ.

შემდგომ კონსერვატორული პარტიის 200 ათასამდე  წევრი საკუთარ არჩევანს ზაფხულში საფოსტო კენჭისყრის დროს დააფიქსირებს.

7 ივლისს ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ  თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ კონსერვატორული პარტიის ახალი ლიდერს და მთავრობის მეთაურს არ აირჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი