პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 6 თვის საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყების ანგარიშების განხილვით, თემატური მოკვლევებით, საკანონმდებლო ინიციატივებითა და მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღებით.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.