საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ,,ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციას ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს, როგორც ეროვნულო ტრადიციებთან შეუთავსებლობის გამო. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ქართული კულტურა და ტრადიციები არის ყველაზე დიდი ფასეულობა ევროპულ ოჯახში.