ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სასახელო მორაგბეებმა, ჩვენ ვამაყობთ თქვენით - პრემიერი

11 ივლისი 2022, 14:20 928 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მორაგბეებს და საზოგადოებას რაგბიში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველო ამაყობს მორაგბეებით.

„პირველ რიგში, ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სასახელო, სახელოვანმა მორაგბეებმა, ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, ასეთი გამარჯვებისთვის, ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ბოლო პერიოდში არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბიში. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა და მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი