სასამართლო რეფორმა - სამუშაო შეხვედრა

11 ივლისი 2022, 14:50 842 ნახვა

პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო, რომელიც თავის მხრივ ევროკომისიის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე წერილობითი შეფასების დოკუმენტს წარადგენს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციასთან გაცვლიან მოსაზრებებს უკვე განხორციელებულ რეფორმებზე.

შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ „გირჩის“, „მოქალაქეების“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.

საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნამდე ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებში ჩართვაზე კვლავ უარს აცხადებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი