უიმბლდონი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა

11 ივლისი 2022, 10:18 934 ნახვა

2022 წლის უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაუპირისპირდნენ. ჯოკოვიჩმა გამარჯვება 4 სეტში 4:6, 6:3, 6:4, 7:6 მოიპოვა.

სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში თავისი 21-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ის მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება, რომელსაც 22 აქვს.

მესამე ადგილზე 20 სლემით როჯერ ფედერერი იმყოფება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი