საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე მატჩს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ლარნაკაში ჩაატარებს. ირის ანტმანის გუნდი კვიპროსში უკვე ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ „აეკის“ სტადიონზე გამართა.
ერთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა დაამარცხა, კვიპროსმა კი მალტას მოუგო.
კვიპროსი - საქართველოს მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.