„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

25 თებერვალი 2025, 09:02 69 ნახვა

2 მარტს, 15:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 34 მორაგბეა, მათ შორის, 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე.

გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც წელს სანაკრებო შეკრებაზე ჯერ არ ყოფილან. ესენი არიან: „კლერმონის“ ბურჯი გიორგი ახალაძე, „ლა როშელის“ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და „ბრივის“ ცენტრი გიორგი შველიძე.

დისკვალიფიკაცია მოიხადა და კვლავ გუნდთან ერთადაა ბექა გორგაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში