ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს ორი ქართველი ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებს

08 ივლისი 2022, 18:45 643 ნახვა

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს ორი ქართველი ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს ძიუდოში გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში თამაშდება. 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში დღეს მედლებისთვის ორი ქართველი იბრძოლებს. ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალშია, თემურ ნოზაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩხვიმიანი ნახევარფინალში ყაზახ ნარბაევს შეხვდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ოქროს მედლისთვის ბელგიელ ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა თემურ ნოზაძე მესამე ადგილისთვის მონღოლ ძიუდოისტთან იჭიდავებს. დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი