ომის 134-ე დღე - ვითარება უკრაინაში

07 ივლისი 2022, 10:16 491 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ისევ დონბასია.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დონეცკის ოლქის ქალაქების: სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.

რუსულმა ძალებმა დილით „ზმეინი“ დაბომბეს. კუნძულს ორი რუსული რაკეტა მოხვდა. 

გამთენიისას თავდასხმა ოდესაზეც მოხდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი