დონალდ ტრამპის ტარიფები მსოფლიოს

03 თებერვალი 2025, 20:16 115 ნახვა

ევროკავშირმა უნდა აირიდოს სავაჭრო ომები და კონფლიქტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ, ამავდროულად, შეინარჩუნოს საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი ინტერესების მიმართ ერთგულება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ახლა არ სჭირდება სავაჭრო კედლები, ან ომები, მაგრამ ევროკავშირის სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ინტერესების დასაცავად. ასეთი იყო ევროპელი ლიდერების რეაქცია ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე.
მანამდე ტრამპმა ტარიფები დააწესა კანადის, ჩინეთისა და მექსიკის პროდუქციაზე. ტრამპის ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს ოტავაში, პეკინსა და მეხიკოში და განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში