ვაპირებთ დავიბრუნოთ პანამის არხი ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება - ტრამპი

03 თებერვალი 2025, 11:08 95 ნახვა

ტრამპი არ ფიქრობს, რომ პანამაში ჯარების გაგზავნა გახდება  საჭირო, თუმცა იმეორებს მუქარას პანამის არხის კონტროლქვეშ დაბრუნების შესახებ, რადგან ირწმუნება, რომ არხს პეკინი აკონტროლებს. 

"ჩინეთი მართავს პანამის არხს, იგი არ გადაეცა ჩინეთს, არამედ პანამას, მაგრამ მათ დაარღვიეს შეთანხმება და ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ - განუცხადა ჟურნალისტებს ტრამპმა.  ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, როდესაც კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააფრთხილა პანამის პრეზიდენტი, რომ ვაშინგტონი "მიიღებს აუცილებელ ზომებს", თუ პანამა დაუყოვნებლივ არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა დაასრულოს პანამის არხზე ჩინეთის გავლენა და კონტროლი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში