ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისში მოხდა, მიუღებელია.
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
"ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - აღნიშნავს კალასი.