3 ქართული კლუბი ევროტურნირებზე დღეს ითამაშებს

07 ივლისი 2022, 10:23 755 ნახვა

''დინამო'' ბათუმის შემდეგ ევროტურნირებზე კიდევ სამი გუნდი იასპარეზებს.

''დინამო'' თბილისი, გორის ''დილა'' და თბილისის ''საბურთალო'' კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს დღეს გამართავენ.

  • დინამო თბილისი საკუთარ ''დინამო არენაზე'' ესტონურ ''პაიდეს'' 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
  • თბილისის ''საბურთალო'' კი გორში ალბანურ ''პარტიზანს'' 20:00 საათზე უმასპინძლებს.
  • გორის ''დილა'' კი ფინეთში იმყოფება,სადაც გასვლით შეხვედრაში ,,კუპსს" ეთამაშება.

ეს მატჩის 20:00 საათზე დაიწყება .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში