10 ივლისს ბათუმში, საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

06 ივლისი 2022, 14:25 4988 ნახვა

რაგბის კავშირის ინიციტივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში, საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა.

რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ რადგან იტალიასთან გასამართი მატჩის მიმართ ინტერესი დიდია, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი-თბილისის დამატებითი რეისი დანიშნა.

4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.

აღნიშნულ მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი