უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული დღის საომარი მოქმედებები შეაფასა.
ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, რუსეთის არმიის ერთადერთი ამოცანა ხალხის დაშინება და სიკვდილია.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საომარი ტექნიკის აუცილებლობაზე და აქვე დასძინა, რომ ქვეყნისთვის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დროულად გადასაცემად უკრაინა მოლაპარაკებებს უწყვეტად მართავს.