''დინამო'' ბათუმის და ბრატისლავის ''სლოვანის'' 13 ივლისის მატჩზე დასასწრები მხოლოდ 2000 მდე ბილეთი დარჩა.
გუშინ დღის 13:00 საათიდან არასრულ ერთ დღეში ბილეთების 90% -ზე მეტი გაიყიდა. ამ დროისთვის ორი კატეგორია 20 და 35 ლარიანი ბილეთები არის დარჩენილი.
ბილეთების შეძენა საიტ: biletebi.ge-ზე არის შესაძლებელი. ხვალ 6 ივლისს ''დინამო'' სლოვაკეთში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სლოვანს'' ესტუმრება.
ერთი კვირის თავზე კი ბათუმში 13 ივლისს 21:00 საათზე საპასუხო შეხვედრა შედგება.