რომის პაპს ფრანცისკეს მიმდინარე თვეში კანადაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ მოსკოვსა და კიევში ჩასვლა სურს. ამის შესახებ პონტიფიკოსმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პაპის თქმით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო.
ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში.
''როიტერთან'' ინტერვიუში რომის პაპმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ის გადადგომას გეგმავდა. მოსკოვში ვიზიტით არც ერთი რომის პაპი არასდროს ყოფილა.