უკრაინაში ომი 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ოკუპანტი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას აგრძელებს.
რუსმა დამპყრობლებმა ამჯერად მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან სლავიანსკი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სლავიანსკის მერის თქმით დაბომბვის შედეგად ქალაქში 15-მდე ხანძარი გაჩნდა.
პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა უკრაინული მხარე ამას უარყოფს.