რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი.
ქალაქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანდა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბიჭი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინულ მხარეს აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.