ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ამავდროულად მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ი გააძლიერებს დიალოგსა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს სტაბილურ ურთიერთობებს.
5 დეკემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიზნად ისახავს ჩინეთთან ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო კონფლიქტის თავიდან აცილებას აშშ-ის მოკავშირეების სამხედრო ძალების გაძლიერებით.
