კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაშია, სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია - აცხადებს პოლიცია. ფრანკფორტში ადგილობრივმა პოლიციამ თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსროლელი მალევე დააკავეს და უნივერსიტეტის კამპუსი ალყაში მოაქციეს.
პოლიცია ინციდენტის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ სკოლა - რომელშიც 2023 წლის შემოდგომის მონაცემებით ათას 700 სტუდენტი სწავლობდა - განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ნიუ-იორკ თაიმსმა უნივერსიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი სტუდენტი არ იყო, მაგრამ ორივე მსხვერპლი სტუდენტი იყო და რომ სროლა სტუდენტების საერთო საცხოვრებლის გარეთ მოხდა.
