სომხეთი და გერმანია სტრატეგიულ თანაშრომლობას აძლიერებენ

10 დეკემბერი 2025, 09:24 63 ნახვა

გერმანია დაინტერესებულია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ბერლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები კონკრეტულ პროექტებზე. გერმანია ასევე დაეხმარება სომხეთს ენერგომომარაგების სექტორში რიგ პროექტებში, რათა მიაღწიოს მეტ დამოუკიდებლობას ამ სფეროში“, – აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა და შესაბამის შეთანხმებებს მიაღწიეს. მერცის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სომხეთში ივნისში უნდა ჩატარდეს, ასეთი დემოკრატიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.

თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან აფასებს გერმანიის პოლიტიკურ ნებას და მხარდაჭერას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი