იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის საფრთხე გაუქმდა

09 დეკემბერი 2025, 09:53 121 ნახვა

იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათში, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაშავდა და დაახლოებით 90 ათასი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

მიწისძვრა სანაპირო რაიონში ორშაბათს  23:15 წუთზე მოხდა და იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ივარაუდა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს შესაძლოა 3 მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდეს თავს. გაფრთხილებები გაიცა ჰოკაიდოს, აომორის და ივატეს პრეფექტურებისთვის. 

რამდენიმე პორტში 20-დან 70 სმ-მდე სიმაღლის ცუნამი დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის სანაპიროდან 80 კმ-ის მოშორებით 54 კმ-ის  სიღრმეზე დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში