მარცხი უკრაინასთან და სკანდალი მატჩის ბოლოს

01 ივლისი 2022, 22:15 1400 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან მნიშვნელოვანი მატჩი 66:79 წააგო. საქართველოს ნაკრებმა კი მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა.

მატჩის წინ მიკრო ტრამვა მიიღო გოგა ბითაძემ, რომლის გარეშეც მოუწია საქართველოს ამ შეხვედრის ჩატარდება. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსები გაირთულა.

შეხვედრა სკანდალურად დასრულდა, უკრაინის ნაკრების ლიტველმა მთავარმა მწვრთნელმა ინარს ბაგატსკისმა ჯერ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს ხელი არ ჩამოართვა შემდეგ კი უხამსი ჟესტი უჩვენა. ამის გამო კი პარკეტზე დაძაბულობა შეიქმნა.

საქართველო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს 4 ივლისს თბილისში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ითამაშებს . შეხვედრა ახალ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი