საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათგან სამი ნიგერიის, ხოლო 1 განას რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.