ნავთობის სუნი მაიაკოვსკის ქუჩაზე

01 ივლისი 2022, 19:17 1489 ნახვა

მაიაკოვსკის ქუჩაზე  მცხოვრებლებს მძაფრი სუნი აწუხებთ, რომელიც ბათუმის ნავთობ ტერმინალიდან მოდის. ამბობენ, რომ არასასიამოვნო სუნი დილით და საღამოს საათებში ისე მძაფრდება, რომ ხშირია თავბრუსხვევები მოზარდებსა და მოხუცებში. დახმარებისთვის მოსახლეობამ წერილი უკვე მიწერა ბათუმის მერიას და გარემოს დაცვის ინსპექციას. გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მათთვის ცნობილია და ფაქტზე მოკვლევაც დაწყებულია. 10 და 24 მაისს კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა "ბათუმის ნავთობტერმინალის" მიმართ  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. სასამართლოს დადგენილებით, კომპანია ორივეჯერ  5000 ლარით დაჯარიმდა. უწყებაში ამბობენ, რომ დაგეგმილია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტაციაზე გაზომვების ჩატარებაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი