ძმები ნობელების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი მედეა ჩარკვიანი გახდა. მას თანამშრომლებს ოფიციალურად ორშაბათს წარუდგენენ. როგორც ჩარკვიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს შეთავაზება მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელისგან პირადად მიიღო. რაც შეეხება გეგმებს, ამბობს, რომ პირველ რიგში მუზეუმის ცნობადობის გაზრდაზე იზრუნებს. ასევე მიიჩნევს, რომ მუზეუმს საგანმანათლებლო როლიც გააჩნია, რომელიც წინა პლანზე უნდა წამოწიოს. მედეა ჩარკვიანი ბოლო პერიოდში ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის პიარ მენეჯერი იყო. 2006- 2017 წლებში კი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ასევე კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.