გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) უკრაინული კერძი "ბორშჩი" უკრაინის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა.
გადაწყვეტილება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
"ბორშჩის მომზადების კულტურა დიდი ხანია გამოიყენება უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც ოჯახები და რესტორნები ამ ტრადიციული და პოპულარული კერძის საკუთარ ვერსიებს ქმნიან, კერძის ძირითადი პროდუქტია ჭარხალი. ბორშჩი მიიჩნევა უკრაინული საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა და ტრადიციის ნაწილად“ - აღნიშნულია იუნესკოს ინფორმაციაში.
უკრაინამ ბორშჩის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანის თხოვნით გასული წლის მარტში მიმართა, ახლა კი ხელისუფლებამ მოუწოდა ორგანიზაციას, ეს საკითხი გადაუდებლად განეხილათ.
იუნესკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის კულტურის მინისტრი, ოლეკსანდრ ტკაჩენკო.
"ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენია! გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ, როგორც "ბორშჩის" ომში, ისე ამ ომშიც გავიმარჯვებთ". - დაწერა ოლექსანდრ ტკაჩენკომ "Telegram"-ზე.
"ბორშჩის" უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების წინააღმდეგი რუსეთი იყო. ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ "ბორშჩი" კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების ინიციატივას, "ქსენოფობიის, ნაციზმისა და ექსტრემიზმის გამოვლინება" უწოდა.
ბორშჩი კომბოსტოსა და ჭარხლისგან დამზადებული წვნიანია, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ და შუა ევროპაშია არის ცნობილი.