რუსეთ-უკრაინის ომის 127 -ე დღე შეაჯამა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დაზვერვას და მფრინავებს, რომლებმაც ზმეინის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს.
მისი თქმით, კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია დონბასში განსაკუთრებით მძიმეა და ყველა, ვინც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვის გმირია.