უკრაინული და რუსული მხარეების განცხადებები კუნძულ ზმეინის შესახებ

30 ივნისი 2022, 14:03 610 ნახვა

ღამით უკრაინის ჯარებმა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები მიიტანეს კუნძულ ზმეინიზე , რის  შემდეგაც რუსმა დამპყრობლებმა  კუნძული დატოვეს. ამის შესახებ ნათქვამია  ოპერატიული სარდლობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  ღამის განმავლობაში, წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის  მორიგი ეტაპის შედეგად, მტერმა სასწრაფოდ მოახდინა გარნიზონის  ევაკუაცია ორი კატარღით და, სავარაუდოდ, დატოვა კუნძული - ნათქვამია განცხადებაში.

ახლა ზმეინიზე ხანძარია, ისმის აფეთქებების ხმა. მოგვიანებით, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ ზმეინის კუნძული რუსებისგან გათავისუფლდა. "ზმეინიზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს " - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და  რუსი სამხედროების გაქცევას კეთილი ნების აქტი ეწოდა.

„დღეს, როგორც კეთილი ნების  ნაბიჯი, რუსმა სამხედროებმა დაასრულეს თავიანთი ამოცანები ზმეინის კუნძულზე და გაიყვანეს იქ განლაგებული გარნიზონი“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ რუსებმა ოკუპანტებმა  „კეთილი ნება“ უწოდეს  დამარცხების შემდეგ  კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან გასვლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი