პუტინი ფინეთსა და შვედეთს სარკისებრი რეაქციით ემუქრება

30 ივნისი 2022, 11:36 882 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატოში ოფიციალურად მიწვევის  გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ამ ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან ურთიერთობების დაძაბულობა არ გამორიცხა.

კრემლის ლიდერი ფინეთსა და შვედეთში ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში  სარკისებრი რეაქციით დაიმუქრა.

პუტინმა  ტაჯიკეთის დედაქალაქში  კასპიის რეგიონის ქვეყნების ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა. ტაჯიკეთი პირველი ქვეყანაა, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინი გაემგზავრა.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, პუტინის თქმით, მისი საბოლოო მიზანია მთლიანი დონბასის რეგიონის „გათავისუფლება“.

ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე კომენტირებისას კი კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი