''ბათუმმა'' გასვლაზე ''ფენიქსი'' 0-6 დაამარცხა

30 ივნისი 2022, 00:30 361 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო.

ბათუმელები გასვლაზე ზუგდიდის ''ფენიქსს'' ესტუმრნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით 0-6 დაამარცხეს.

7 ტურის შემდეგ ''ბათუმი''  ლიგა ორის გათამაშებაში 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

ასევე 21 ქულა აქვს ''რაჭას", თუმცა ბათუმელები დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე იმყოფებიან.

გუნდმა 7 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.

მომდენო ტურში ქალთა საფეხბურთო კლუბი ''ბათუმი'' საკუთარ მოედანზე ''ელიტას'' მიიღებს. ეს მატჩი 3 ივლისს 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში