ევროპა ქვეყნის ისტორიული არჩევანია, 3 ივლისს რუსთაველზე ქვეყნის ბედი წყდება- აცხადებენ, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორ მასწავლებლების ნაწილი. ისინი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ 3 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდებიან.
ისინი მოუწოდებენ ყველა სტუდენტს ფიზიკურად იყვნენ დედაქალაქში და ასე დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი.