რვა ადამიანი დაიღუპა ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო. დაშავებულია 23 პირი. ინფორმაციას „ბიბისი“ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქში უკანასკნელი დიდი ქალაქია, რომელსაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ.