ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „იაფფასიან“ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ.
როგორც კრამონმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას ამ სტატუსის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა შეიძლება მუდმივად მოუწიოთ, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაშია.
რაც შეეხება საქართველოს, ევროპარლამენტარის თქმით, ქვეყანას აქვს პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ის წარსულში ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების მიმართულებით, ახლა ქვეყანას სრულიად არასწორი მიმართულება აქვს აღებული, ბზარების ამოვსების ნაცვლად ამ ბზარს აფართოებენ და ევროპულ საბჭოს ურთულებენ გადაწყვეტილებას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - აცხადებს კრამონი.