საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და მერვედფინალში გავიდა.
ქართველი წყალბურთელები მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ეს მატჩი 27 ივნისს 17:30 საათზე არის ჩანიშნული. ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე სერბეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ბრაზილია 14:10 დაამარცხა, ხოლო მონტენეგროსთან მინიმუალური სხვაობით 9-10, მასპნძელ უნგრეთან კი 14-18 დათმო.
შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს.